შაჰნაზ აგაევა ( ბაქო, აზერბაიჯანი); ავთანდილ თავართქილაძე (ოზურგეთი); თამაზ დარჩია (ოზურგეთი); გია გვიჩია (ფოთი); ეკატერინე ოსტროვსკი (თბილისი); ირაკლი თოიძე (თბილისი) _ ეს ის მხატვრებია, რომლებმაც ქალაქ ოზურგეთში მერაბ ბერძენიშვილის სახელობის თანამედროვე სახვითი ხელოვნების ცენტრის შემოქმედებით სტუდია-სახელოსნოში ოფორტის ახალ ტექნოლოგიის (გრავიურა ალუმინზე) საშუალებით ახალი ნამუშევრები შექმნას და შემდეგ გამოფენა მოაწყვეს.
უკვე მესამე წელია, ,,Gurian-ART“ ტარდება პროექტი ,,შემოქმედებითი მივლინება ოზურგეთში”.
პროექტის მიზანია შემოქმედებითი თანამშრომლობა ცენტრსა და მოწვეულ ხელოვანთა შორის; საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მკვიდრი და უცხოელი მხატვარები ჩართოს ერთიან შემოქმედებით პროცესში. მათთვის შექმნას მიმზიდველი, თავისუფალი, სამუშაო სივრცე ახალ გარემოში .
შაჰნაზ აგაევა, მხატვარი, გრაფიკოსი: ”ალბათ შეამჩნევდით, რომ ჩემს ნამუშევრებში უცნაური კონცეფცია მაქვს გამოყენებული. ბევრი მეკითხება, რას უკავშირდება ეს. პირველი ინსტიქტი ადამიანისთვის კვებაა. თუმცა, ჩვენ არ ვავითარებთ ამ ინსტიქტს, არამედ გარდავიქმნებით დიდ მკერდად, რომლიდანაც ზოგი იკვებება, ზოგი კი ენერგიას გამოწოვს. ჩვენს ქვეყანაში გრაფიკული ჟანრი ნაკლებად გამოიყენება. ამ პროექტის ფარგლებში ალუმინზე გრავიურა შევისწავლე, დიდიცოდნა და გამოცდილება მივიღე. დიდ მადლობას ვუხდი ოზურგეთს და ამ პროექტის ავტორებს.”
წელს, პროექტის ფარგლებში, მოწვეულია თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორი, გრაფიკოსი ვახტანგ მეგრელიშვილი, რომლის ხელმძღვანელობით მოეწყობა მასტერ-კლასი. მოწვეული მხატვრები გაეცნობიან და შეისწავლიან ოფორტის ახალ ტექნოლოგიას (გრავიურა ალუმინზე), რომელიც უახლესი ევროპული გამოცდილებაა.