მუსიკოსი მაია დარსმელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც იმ დედებს აკრიტიკებს, რომლებსაც შვილებზე გადაჭარბებული შეხედულება აქვთ და გამუდმებით თავიანთი შვილების ზეგენიალურობაზე საუბრობენ.
„ატანა არ მაქვს დედების, რომლებიც დადიან და ტვინს უტ… სრულიად სამეზობლოდან დაწყებული, სრულიად უცხოთი დამთავრებული ყველას, თავისი ზე-“გენიალური” შვილის ბიოგრაფიით.
ატანა არ მაქვს დედების, რომლებიც რაღაც სი..ბა ზღაპრებს იგონებენ ამ თავის “გენიალურ” შვილებზე, და იმდენად აუტანელს ხდიან ამ შვილების, და ამ შვილებზე ზღაპრების იძულებით მსმენელების ყოველდღიურ ყოფას, რომ ეს მსმენელები მთელი მათი არსით იზიზღებენ ამ დედების “გენიალურ” შვილებს,
რომლებმაც იდეაში საერთოდ არაფერი დაუშავეს, მამენტ ალბათ მხოლოდ ის, რომ ამ მეზღაპრე დედების შვილები კი არიან, მარა საერთოდ, არანაირად არ გვანან ამ დედებს და ძალიან უნდათ იყვნენ თავისთვის, პირველ რიგში საკუთარი ზე-გენიალური ბიოგრაფიის მთხრობელებისგან შორს და თავისუფლად.
ოდესმე ისე თუ დავ….დი, რომ ჩემი გადაჭარბებული აქტიურობით ვუმწარებდე ჩემს შვილს სიცოცხლეს – დამკალით, გთხოვთ…“ _ წერს მუსიკოსი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.