მუსიკოსი გელა დაიაური, რომელმაც წლების წინ ავარიით მეუღლე და შვილები დაკარგა, ბათუმის ტრაგედიას ეხმაურება და უსამძიმრებს მამაკაცს, რომელმაც ოჯახის 4 წევრი დაკარგა.
პოსტს დაიაური სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
“ჩემთვის უცნობო აჭარელო ძმაო, ღმერთმა იცის, როგორ ვგრძნობ, რა ტკივილს გრძნობ, რა სიცარიელეა შენს სულში… როგორი ცივი გახდა სამყარო შენთვის!!!! დიდი განსაცდელი მოგივლინა ღმერთმა. .. რამდენი პასუხგაუცემელი კითხვა იტრიალებს შენს გონებაში. მთელი ცხოვრება მოგიწევს ამ ტკივილის ტარება და მასთან ერთად ცხოვრება“, _ წერს გელა დიაური.