შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიმდინარე წლის საზღვაო სეზონზე გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და დამსახურებისთვის მაშველები დააჯილდოვა.
სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ – ლაშა თვაურმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა აჭარის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონების მაშველებს – ზაზა ბუკიას, ირაკლი გოგუაძეს და ირაკლი ცინცაძეს.
თბილისის წყალზე რეაგირების სამმართველოს უფროსმა – მალხაზ აბესაძემ კი სპეციალური ჯილდო მიიღო.
თითოეულმა მათგანმა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, საკუთარი სიცოცხლის ფასად, რამდენიმე რთული სამაშველო ოპერაცია ჩაატარა.