გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, შუახევის მუნიციპალიტეტში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
“აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლება 2 დაურეგისტრირებელი, ლენტური ტიპის სახერხი საამქრო შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღვარევში და სოფელ ოლადაურში დალუქეს.
ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა”,_ აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.