გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. აქ მდებარე სოფლების, ზემო და ქვემო ბოშურის სიახლოვეს, ცხენის ხევად წოდებულ ტერიტორიაზე, ორ ჰექტრამდე წიწვოვანი ტყეა დამწვარი.
როგორც ადგილობრივები გვატყობინებენ, ხანძრის კერის გაჩენისთანავე, მოხალისეები არავის დაელოდნენ და შესაწამლი ტრაქტორები გამოიყენეს წყლის ჭავლის გასაშვებად. მალე მოვიდა სამაშველო სამსახური და 200-მდე სამხედრო მოსამსახურე. ცეცხლი ძალზე ახლოს იყო მოსახლეობასთან. მოხალისეები, მაშველები და სამხედროები მართლაც თავგანწირვით იბრძოდნენ და ამ ტერიტორიაზე ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია, – გვეუბნებიან ისინი.
მათივე თქმით, მსხვერპლი ან შინაური პირუტყვის ზარალი არ არის.