თბილისში, ატენის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა _ დაუდასტურებელი ინფორმაციით, პირმა ჯერ დედა და და მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა, თუმცა შსს ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს, უწყებაში აცხადებენ, რომ რამდენიმე პირია გარდაცვლილი.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.
წყარო: იმედინიუსი