საჯავახო–ჩოხატაური–ოზურგეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომელიც 2024 წელს დაიწყო და 2025 წლის მაისში უნდა დასრულებულიყო, ჯერაც დაუსრულებელია. ჩვენ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ნებისმიერი ტრასპორტი საჯავახო-ჩოხატაურის გზაზე ისევ სოფელ ტოლების შემოვლითი გზით გადაადგილდება.
საჯავახო-ჩოხატაურის დამაკავშირებელი გზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და ყველა ელოდება, თუ როდის დასრულდება დროში გაწელილი რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც მოქალაეებს ბიუჯეტიდან გახარჯულ ათ მილიონ ლარამდე უჯდება.
„როდის დაიწყო საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა/რეაბილიტაცია;
_ თქვენ მიერ გამოცხადებულ ტენდერში რამდენი კომპანია მონაწილეობდა და რომელმა კომპანიამ მოიგო ტენდერი;
_ ამჟამად რომელი კომპანია აგრძელებს სამუშაოებს პროექტის დასასრულებლად;
_ ასევე, მოგვწერეთ რამდენი მილიონი ლარი იყო გამოყოფილი პროექტის გასახორციელებლად. მოგვწერეთ რა იყო მიზეზი, რის გამო გამარჯვებულმა კომპანიამ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები“, _ ამ კითხვებით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარმენტს 20 იანვარს მივმართეთ. დეპარტამენტის მიერ მოწერილ პასუხში აღნიშნულია, რომ “შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო – ჩოხატაური – ოზურგეთი – ქობულეთის საავტომობილო გზის კმ 0+000-კმ7+200 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ, რომელთაგანაც გამარჯვებული გახდა უცხოური საწარმოს ფილიალი, „ჯეო კონსტრაქშენ ენდ სისტემს ინკ საქართველოს ფილიალი“ (ს/ნ 400359660) (შემდგომში – კომპანია). დეპარტამენტსა და კომპანიას შორის 2024 წლის 6 აგვისტოს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. № 77-24 ხელშეკრულება (NAT240010488) და კომპანიამ სამუშაოების წარმოება დაიწყო 2024 წლის 20 აგვისტოს. დღეის მდგომარეობით ისევ კომპანია აგრძელებს სამუშაოებს, რომლის ღირებულება შეადგენს 7 903 223.41 ლარს, დღგ-ს ჩათვლით.
კომპანიას სამჯერ გაუგრძელდა სამუშაოების დასრულების ვადა, რადგან საჭირო გახდა შესაბამისი საპროექტო ცვლილებების განხორციელება, რასაც თავისთავად დასჭირდა გარკვეული დრო. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-2) საჯავახო – ჩოხატაური – ოზურგეთი – ქობულეთის საავტომობილო გზის კმ 32(31+541)-ზე, მდ. ნადინებზე არსებული დაზიანებული სახიდე გადასასვლელის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ, რომელთაგანაც გამარჯვებული გახდა შპს „ჯი ვი თი ჯგუფი“ (შემდგომში – კონტრაქტორი). დეპარტამენტსა და კონტრაქტორს შორის 2024 წლის 1 მარტს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ.#30-24 ხელშეკრულება (NAT230026989) და სახელშეკრულებო ღირებულება არის 1 777 526.96 ლარი. დღეის მდგომარეობით სამუშაოები დასრულებულია. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები და მათ ფარგლებში შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით სხვა დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე: https://procurement.gov.ge“, – აღნიშნულია მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
რამდენად გამჭვირვალეა ბიუჯეტის ხარჯვა _ ინფორმაციასთან წვდომა მერიისთვისაც შეზღუდულია?!
კლუბი თუ გზა _ მოსახლეობის დიდი ნაწილი უგზოობის პრობლემის მოგვარებას ითხოვს
ავტორი






























































