“ტვ პირველის” ინფორმაციით, ათონელის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველების უპრეცედენტო მობილიზებაა.
როგორც ადგილიდან “ტვ პირველის” კორესპოდენტი იუწყება, რამდენიმე წუთის წინ, ათონელის ქუჩაზე მიკროავტობუსებით საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ნიღბიანი თანამშრომლები მიიყვანეს.
ადგილზე ასევე რჩება წყლის სატყორცნი სამი ავტომანქაქნაც.
თუ რას ემსახურება შსს-ს თანამშრომლების ასეთი მობილიზება, სამართალდამცველები ამბობენ, რომ წესრიგს იცავენ.






























































