ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მკვლევრებმა ატლანტის ოკეანის ფსკერზე ორასი ტონა ვერცხლი აღმოაჩინეს.
ძვირფასი ლითონი კერძო კომპანიამ სატვირთო გემ “Gairsoppa”-ის ტრიუმებში აღმოაჩინა. გემი მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წელს გერმანულმა ტორპედომ ჩაძირა.
ვერცხლით დატვირთული გემი ინდოეთიდან დიდ ბრიტანეთში ბრუნდებოდა და ირლანდიის ნაპირებთან, ძლიერ შტორმში მოხვდა. კაპიტანი ცდილობდა, ირლანდიის პორტ გოლუეიმდე მიეღწია, მაგრამ გემი გერმანიის წყალქვეშა ნავმა შეამჩნია.
გემი ირლანდიიდან 500 კილომეტრზე, 5 000 მეტრ სიღრმეზეა ჩაძირული. სპეციალისტები ამბობენ, რომ ტვირთი თითქმის დაუზიანებელია და მას მალე ამოიღებენ. ნაპოვნი შეფასებულია 230 მილიონ დოლარად. ამ თანხის 80 პროცენტს აღმომჩენი კომპანია მიიღებს.
გემის ბორტზეა ვერცხლის ზოდები, რომლებიც კერძო პირებს ეკუთვნის და ბრიტანეთის ხელისუფლების მიერაა დაზღვეული.
ნაწილი ზოდებისა და მონეტები ფინანსთა სამინისტროს კუთვნილებაა და მნიშვნელოვან შემოსავალს მისცემს ხაზინას. დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კონტრაქტი კომპანია “Odyssey Marine”-სთან, ტვირთის ამოღების თაობაზე ყველა არსებული კანონის გათვალისწინებით გააფორმა. კომპანიამ საკუთარ თავზე აიღო გემის აღმოჩენის რისკი და ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ტვირთის ამოღებასა და გაყიდვასთან.
ავტორი