თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციების გაზომვების შედეგად განსაზღვრული ნივთიერებების შემცველობები ნორმის ფარგლებში დაფიქსირდა, გარდა აზოტის დიოქსიდის (NO2) და მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციებისა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა 14 იანვარს თბილისში განთავსებულ სამ ავტომატურ სადგურზე. კერძოდ წერეთლის გამზირზე – 1.5-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარსა და ვარკეთილში – 1.1-ჯერ. ასევე ქუთაისში 1.8-ჯერ, ხოლო ბათუმში 1.9-ჯერ; 15 იანვარს – თბილისში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე: წერეთლის გამზირზე – 2.6-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.6-ჯერ, ვარკეთილში – 1.3-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარში – 1.6-ჯერ, ასევე ქუთაისში – 1.4-ჯერ, ხოლო ბათუმში – 1.3-ჯერ; 16 იანვარს – ისევ თბილისში განთავსებულ ოთხივე ავტომატურ სადგურზე: წერეთლის გამზირზე – 2.7-ჯერ, ყაზბეგის გამზირზე – 1.6-ჯერ, ვარკეთილში – 1.3-ჯერ, ხოლო ვაშლიჯვარში – 1.6-ჯერ, ბათუმში კი 1.1-ჯერ. გადაჭარბებები გამოწვეული იყო სინოპტიკური სიტუაციის შედეგად, კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის გავრცელების გამო. მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ასევე 17 იანვარს წერეთლისა და ყაზბეგის გამზირებზე – 1.1-ჯერ, 18 იანვარს მხოლოდ წერეთლის გამზირზე – 1.2-ჯერ, 19 იანვარს – ქუთაისში-1.4-ჯერ, ხოლო 20 იანვარს ბათუმსა და ქუთაისში 1.5-ჯერ.
მყარი ნაწილაკების PM10-ის კონცენტრაციების საშუალო წლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა თბილისში წერეთლის გამზირზე 1.3-ჯერ, ხოლო ყაზბეგის გამზირსა და ბათუმში 1.1-ჯერ. აზოტის დიოქსიდის კონცენტრაციების საშუალოწლიურ ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა ქალაქ თბილისში წერეთლის გამზირზე 1.4-ჯერ და ბათუმში აბუსერიძის ქუჩაზე 1.6-ჯერ.
ქალაქ თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად გასულ კვირას ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე: დიდი დიღომი, პეტრე იბერის ქ.N9, მრავალპროფილიან სკოლა ,,იბერთან“, დიღმის მასივი მე-5 კვარტალი, სმენადაქვეითებულ ბავშვთა საბავშვო ბაღთან, დიღმის მასივი მე-5 კვარტალი N140-ე საჯარო სკოლასთან, დიღმის მასივი, მე-2 მიკრორაიონი, N169 საჯარო სკოლასთან. ჰაერის სინჯები გაიგზავნა გარემოს ეროვნული სააგენტოს ლაბორატორიაში.
ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თბილისში ოთხივე ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას“,_ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.