აწამეს და მოკლეს ბავშვი – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამამ ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ის შვილის გარდაცვალების საქმეს თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურსაც უკავშირებს.
„აწამეს და მოკლეს ბავშვი, ასპროცენტიანია. აქედან მოტყუებით გაიყვანეს. სამსახურში ზეწოლის ქვეშ იყო. ან მეორე ვერსიაა, სხვა ვარიანტი, ვინმე ბიჭმა მოიტაცა. სამსახურზე ვფიქრობ უფრო, იქიდან რომ მოდიოდა, სულ აგრესიული იყო, ორჯერ-სამჯერ ტიროდა კიდეც“, – აღნიშნა თამარ ბაჩალიაშვილის მამამ.
ხუთი დღის წინ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილი, დღეს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი კიბერსპეციალისტი, პროგრამისტი იყო. გაუჩინარებამდე ორი დღით ადრე იგი სამსახურიდან წამოვიდა.
შპს „ზეგ“-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ გარდაცვლილი თამარ ბაჩალეიშვილის პოვნამდე განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ მისი გაუჩინარება არის ამოუხსნელი.
































































