სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, დღეს, “ივლიტას ბიბლიოთეკაში” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოქმედ მეწარეებს შეხვდნენ.
სამინისტროს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს “აწარმოე საქართველოს” დეტალებზე და პროექტის წერის დროს დაშვებულ შეცდომებზე ესაუბრნენ.
მეწარმეებმა, რომლებიც უკვე სარგებლობენ “აწარმოე საქართველოს” პროგრამით, “ივლიტას ბიბლიოთეკაში” შეკრებილ საზოგადოებას თავიანთი გამოცდილილება გააცნეს.
ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ბიუროს ორგანიზებით გაიმართა.