ვინ იფიქრებდა, მაგრამ ასეა – კურსკის ოლქში ევაკუაცია გამოაცხადეს! ვინ და რა დაუშლის გამოქცეულ რუსს საქართველოში ჩამოეხეტოს და დაესახლოს?!
აწი რამდენ ქალაქს და სოფელს აიღებენ უკრაინელები რუსეთში, იმდენი ახალი ტალღა წამოვა საქართველოში და ასე თუ გაგრძელდა მალე მოსახლეობა გაორმაგდება აქ და საქართველო ნოვოროსიად გადაიქცევა! ჰოდა, ვინ იფიქრებდა-მეთქი რომ უკრაინის წინსვლა რუსეთში ჩვენ შემოგვიბრუნდებოდა დემოგრაფიულ პრობლემად. ასეა ჭკვიანი და გულკეთილი მთავრობის ხელში… _ წერს სოციალურ ქსელში ანთროპოლოგი, ლევან შენგელია.