აცრის ტენდენცია კარგია, მაგრამ აცრილთა რაოდენობა დაბალია, რადგან დავიწყეთ ძალიან გვიან, _ ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
“დავიწყეთ 15 მარტს, თან არ იყო ვაქცინების საკმარისი რაოდენობა. ყველაზე უარესი იყო მოსახლეობის სკეპტიციზმი და მიუღებლობა ვაქცინაციის, რაც გააღრმავა პირველივე დღეებში ფატალურმა შემთხვევამ. იმის შემდეგ აცრილია 180 000 ადამიანი და არცერთი ფატალური შემთხვევა არ გვქონია. ამან თავისი როლი ითამაშა, სკეპტიციზმი იკლებს, ყველაფერი მიდის წინ ვაქცინაციის საკითხში. წინ მიდის ვაქცინაციის ქსელიც, იყო 80 პუნქტი, ახლა არის 130 და მალე იქნება 250 პუნქტი. ყველგან არის რეანიმაციის სამსახური თუ ეს საჭირო იქნება”.