სახელმწიფო აუდიტის სამსახურს C ჰეპტიტის მართვის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს. მაკონტროლებელმა უწყებამ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსური ანგარიშგების აუდიტის შედეგები გამოაქვეყნა.
ფინასნური ანგარიშგების დოკუმენტში წერია, რომ 2015 წლის 28 აპრილიდან 31 დეკემბრის თვის ჩათვლით მკურნალობის მონიტრონიგის ფარგლებში, უწყებაში შესულია სულ 5589 შეტყობინება, საიდანაც შემოწმებულია მხოლოდ 359 შემთხვევა, რაც მთლიანი შეტყობინებების 6%-ია.
დადგენილი შერჩევის მეთოდის გათვალისწინების შემთხევაში უნდა შემოწმებულიყო 1351 შემთხვევა. 325 შემთხვევში შემოწმება განხორციელებულია დადგენილი ვადის დარღვევით და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა მერყეობს 1 დან 148 დღის დიაპაზონში.
C-ჰეპატიტის პროგრამა მიმწოდებლების კონტორილის ორ მექანიზმს ითვალისწინებს. ეს არის პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლი და შესრულებული სამუშაოს რევიზია. ანგარიშში ნათქვამია, რომ შესამოწმებელ პერიოდში არ გახორციელებულა პროგრამაში ჩართული მიმწოდებლების კონტროლი და რევიზია.
imedinews.ge