სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო არაკომერციული პირების შემოწმება დაიწყო.
როგორც “გურია ნიუსს” სახელმწიფო აუდიტის პრესსამსახურში უთხრეს შემოწმდება ყველა მუნიციპალიტეტის ყველა ა(ა)იპი.
აუდიტის სამსახური ა(ა)იპ-ების ეფექტიანობას 2012 წლიდან 2018 წლის ჩათვლით შეამოწმებს.
როგორც გვითხრეს, მუნიციპალიტეტებში შესაბამისი გაფრთხილების წერილები უკვე დაგზავნილია.