ქართველი მხატვარია ნინო ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს _ ის ოზურგეთში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახის დასახმარებლად აუქციონს აწყობს.
“მეგობრებო, გამარჯობა!
კვლავ დაგიბრუნდით საქველმოქმედო აუქციონით. დღევანდელ დღეს ვუძღვნით ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაღდადში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ხარაბაძეების ოჯახს. ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს _ წლინახევრის ბიჭს გაჭირვებაში ზრდიდნენ, დედა მეორე შვილზე მშობიარობისას გარდაიცვალა. ახალშობილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.
დღევანდელ აუქციონზე გაიყიდება ილუსტრაცია ნოდარ დუმბაძის ლექსისთვის „ფისო“ _ მუყაო, აკრილი, 42/30 სმ.
თანხა, რისი გადახდაც გსურთ ილუსტრაციის შესაძენად, დააფიქსირეთ კომენტარებში და აუცილებლად მოგვწერეთ პირადი შეტყობინების სახითაც. გარკვეული ხარვეზების გამო, ზოგიერთი კომენტარი დროულად არ ჩანს.
ილუსტრაციის საწყისი ფასია 200 ლარი. აუქციონი დასრულდება დღეს, 22:00.
თქვენი აქტიურობის იმედი მაქვს. ნინო“, _ წერს ნინო ჩაკვეტაძე.