ვერძი
ვერძის ჯიუტ და აუტანელ ხასიათზე არაერთხელ თქმულა. მისი ქარიზმის შესახებ იცის ყველამ, თუმცა ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მანდილოსნების მთავარი დადებითი თვისება საუკეთესო ცოლობაც არის. თუ თქვენ ამბიციური მამაკაცი ხართ და კარიერული წინსვლისთვის იბრძვით, ვერძი საუკეთესოდ შეგეწყობათ და განუმეორებელ კომპანიონობასაც გაგიწევთ. ლომი, მორიელი, თხის რქა – ეს ის ნიშნებია, რომელსაც ვერძი ქალის ატანა გმირულად შეუძლია.
ლომი
ლომი განსაკუთრებულად რთულია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალების უმეტესობა ფუფუნების მოყვარულია. ისინი ფიქრობენ, რომ თუ მამაკაცი მათკენ ნაბიჯის გადადგმას შეეცდება, ყველანაირი კუთხით მზად უნდა იყოს. ლომებს არ უყვართ უყურადღებო მამაკაცები. ამიტომაც, ვერ იტანენ ყურადღების ოდნავ გაფანტვასაც კი. მათი მთავარი მიზანი ყურადღების ცენტრში ყოფნაა. ლომი თუ ვერ მიიღებს იმას, რაც სურს, მაშინ უკანმოუხედავად და ამაყად წავა.
თხის რქა
თხის რქის დამახასიათებელი თვისება ზედმეტი პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, იგივეს ითხოვს თავისი მეორე ნახევრისგანაც. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მანდილოსნები რთულები ნამდვილად არ არიან. ისინი გაცემენ და სურთ მიიღონ საპასუხოდ იგივე. თუ ხედავენ, რომ საყვარელ საქმესა და ასეთი ტიპის მამაკაცს შორის არჩევნის წინაშე დგაგან, დაუფიქრებლად აირჩევენ კარიერას.


































































