თვითკმაყოფილი და წარმატებული ადამიანი რომ გახდეთ, საჭიროა არამარტო ბევრი იშრომოთ, ასევე აუტოტრენინგით დაკავდეთ.
წინათ ადამიანებს, რომლებსაც სურდათ, წარმატებებისთვის მიეღწიათ, ფსიქოლოგები ურჩევდნენ თავი ისე წარმოედგინათ და ეგრძნოთ, თითქოს უკვე ყველაფერი გამოუვიდათ და სასურველს მიაღწიეს.
ახლა სტრატეგია ცოტა შეიცვალა. კანადელმა ფსიქოლოგებმა დაამტკიცეს, რომ საუკეთესო აუტოტრენინგი – ეს არის თავი წარმატებულად დაინახოთ, მაგრამ გევრდიდან, თითქოს მაყურებელი ხართ.
ასეთი ფსიქოლოგიური ვარჯიში ადამიანის თვითშეფასებას ამაღლებს, რეალური პრობლემების დაძლევაში ეხმარება და აიძულებს აქტიურად იმოქმედოს.