ჩოხატაურში ინფიცირების შემთხვევების მატება ფიქსირდება. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო ჯიბუტმა განუცხადა.
“კვირის განმავლობაში ინფიცირების 51 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. გამოკვეთილია ხიდისთავის, დაბას, ხევის, ფარცხმას მიმართულება. აუცილებელია, პირბადის ტარება”,_ ამბობს ჯიბუტი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩოხატაურში დაფიქსირებულია კორონავირუსის 8236 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 8117 პაციენტი, გარდაცვლილია 68.