„რუსეთი იყენებს თავის ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ბერკეტებს, რათა გააძლიეროს საკუთარი გავლენები როგორც რეგიონში, ასევე გლობალურად.
ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება დიდი რისკის წინაშე დგას.
ენერგოუსაფრთხოება ეს არის ზოგადად სახელმწიფო უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი და იგი დამოკიდებულია, როგორც საკუთარი ენერგო პოტენციალის ეფექტურ ათვისებაზე, ასევე ჩვენს ჩართულობაზე რეგიონალურ ურთიერთობათა სისტემაში, რამაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობა“- აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის მკვლევარი.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის ორგანიზებით თემაზე საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოება და რუსული ინტერესები მრგვალი მაგიდის ფორმატში განხილვა მოეწყო. შეხვედრაზე თემის ირგვლივ სხვადასხვა ასპექტით მოხსენება გააკეთეს როგორც ცენტრის მკვლევარებმა, აგრეთვე მოწვეულმა სტუმრებმა.
როგორც ჩეჩელაშვილმა განაცხადა, ენერგოსექტორის წინაშე არსებული საფრთხეები ახალ ფორმებს იძენენ და ენერგოსექტორში რუსული ინტერესები იკვეთება, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის ძალიან დიდი გამოწვევა. თემის აქტუალობიდან გამომდინარე, ცენტრი იწყებს ახალ პროგრამას, რომელიც იქნება მიძღვნილი ენერგოუსაფრთხოების სიღრმიესეული შესწავლისა და საზოგადოების ინფორმირებისკენ. (R)