აუზებისა და სპორტდარბაზებისთვის სტანდარტული პროცედურები შეიცვლება. ამის შესახებ გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა.
„ერთია სპორტსმენებისა და სპორტული ღონისძიებების საჭიროებები. მეორე არის სპორტულ გამაჯანსაღებელი ღონისძიებების საჭიროებები და მათი აღდგენა. ამ მხრივაც მოგვიწევს ახალი პროტოკოლებით მუშაობა.
სტანდარტული პროცედურები, რომლებიც უნდა იყოს დაცული, აუზებსა თუ სპორტდარბაზებში გარკვეულად შეცვლილი იქნება, რათა უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება.
თითოეული სპორტის სახეობის მიხედვით, სპორტდარბზების თუ აუზის თავისებურებების მიხედვით უნდა შეიმუშაოს ამ დაწესებულებებმა თავისთვის მოქმედი პროტოკოლი, მაგრამ ზოგადი წესები: დისტანციის დაცვა და ჰიგიენის წესების დაცვა ისევ ძალაში რჩება“, _ განაცხადა ხათუნა ზახაშვილმა.