თბილისში, 20 მაისს, ლეხ კაჩინსკის და ბოჭორმის ქუჩის კვეთასთან ავარია მოხდა.
დიდი სისწრაფით მოძრავმა BMW – ს მარკის ავტომობილმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სატენზე გაჩერებულ Nissan leaf – ს მარკის ელექტრომობილს დაეტაკა.
როგორც თვითმხილველების თქმით, მსუბუქად არის დაზიანებული BMW მძღოლი.
,,დიდი სიჩქარით მოდიოდა და ვერ შეძლო მოხვევა და სატენზე მყოფ მანქანას დაეტაკა. მერე ბარდიულზე ამოვარდა, ლამის მაღაზია ნიკორაში შევარდა, ბეწვზე გადავრჩით, კარებთან ვიდექით. აზრზე ვერ მოვედით.” – ამბობს თვითმხილვევლი
შემთხვევის ადგილზე პოლიციის, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.