გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გონიოს დასახლებაში, რის შედეგადაც.
ბათუმელების ინფორმაციით, დაშავდა 3 პირი.
მათგან ერთი, 23 წლის ბიჭი კლინიკაში გარდაიცვალა.
თვითმხილველთა თქმით, დაიმტვრა სამი ავტომობილი. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
































































