თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის იგოეთის მონაკვეთზე ერთმანეთს 20-ზე მეტი ავტომობილი შეეჯახა.
ავარიის მიზეზად ლიპყინული სახელდება.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ ავარია სხვადასხვა წერტილში, მინიმუმ სამ წერტილზე მოხდა.
ამ ეტაპისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.