კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არის 11 წლის მოზარდი.
დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. მედიკოსების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ექმურება.
თელავი-ყვარელის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი ხეს შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავარის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.