ქედაში მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
წყარო: rustavi2.ge