ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში, რის შედეგადაც 1 ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც ajaratv იუწყება, ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები დაეჯახნენ.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. ასევე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. მიმდინარეობს გამოძიება.