მარნეული-ბოლნისის გზატკეცილზე, სოფელ ნახიდურში მსუბუქი ავტომობილი ორ ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. ორივე მოზარდი დაიღუპა.
ინფორმაციას Aktual.ge და interpress.ge ავრცელებენ.
გამოცემის ინფორმაციით, ერთ-ერთი მოზარდი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თვითმხილველების თქმით, მოსახლეობამ ადგილზე მისული სასწრაფო დახმარების მანქანა ამოაყირავა, რადგან იქ დახმარებას უწევდნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს. მოსახლეობა მის დასჯას ითხოვდა.
ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას.