ოზურგეთში, იოანე პეტრიწის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა ქვეითად მოსიარულე ქალბატონს, რომელიც გზაზე გადადიოდა. ის ამ დროისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ კლინიკა “მედალფაში” გადაიყვანა.
“გურია ნიუსი” ესაუბრა ავტომობილში მჯდომ ქალბატონს, ადვოკატს მარინა ჩხარტიშვილს.
“სამსახურში მივდიოდი, მაღალი სიჩქარით არ ვმოძრაობდი. მოულოდნელად გზაზე გადაგვირბინა ქალმა და თითქმის მანქანის ქვეშ შემოგვიხტა. სიკვდილი ხომ არ უნდოდა?”,_ ამბობს ჩხარტიშვილი.
ინფორმაციისთვის, ამ ადგილზე ავტოსაგზაო შემთხვევა გასულ წელსაც რამდენჯერმე მოხდა. მაშინაც მანქანა ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა.
[sexy_author_bio]