ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ოზურგეთში, რუსთაველის ქუჩაზე.
ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. ავარიის შედეგად გარდაიცვალა მოტოციკლის მძღოლი, 25 წლის მამუკა ნაცვალაძე.
“მედალფას” დირექტორის, დავით მდინარაძის თქმით, მამუკა ნაცვალაძე საავადმყოფოში მიყვანისას გარდაცვლილი იყო.
გარდაცვლილი კომპანია “სოკარში” მუშაობდა.
_ შესვენებაზე იყო გასული საკუთარი მოტოციკლეტით. არ ვიცი რა უნდა ვთქვათ. შესანიშნავი ბიჭი იყო, _ გვითხრეს “სოკარის” ოზურგეთის სერვისცენტრში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.