“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, 4 პირი დაშავდა ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში მომხდარი ავარიის შედეგად.
ავარიაზე შსს-მ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო _ ამის შესახებ “გურია ნიუსის” უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
უწყება დაშავებულებზე ინფორმაციას არ ადასტურებს.
ჩვენი წყაროს თქმით, ოთხი პირი დაშავდა, რომელთაც ადგილზე გაეწია დახმარება.
ავარიის მიზეზი უცნობია.































































