რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სუფსაში, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
შსს-ს ინფორმაციით, დაღუპულია მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და 3 მგზავრი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მერვე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისმხობს, რამაც გამოიწვია 2 და მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.