ავარია თბილისში, ყაზბეგის გამზირზე – “ფორმულას” ინფორმაციით, ავტომობილი მოპედს დაეჯახა.
მოპედის მძღოლი კლინიკაშია გადაყვანილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.