მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, სადაც ზღვაზე ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და ტაქსი დაეჯახნენ.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავებული კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.
შემთხვევის ამსახველი ფოტო გვერდმა “ჩემი ქალაქი მკლავს” გაავრცელა.



































































