ბოლნისში, სოფელ კოლაგირში ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს მაღალი სიჩქარით მიმავალი მანქანა ქვეითთა გადასასვლელზე დაეჯახა.
დაშავებული ბიჭი, სასწრაფო სამედიცინო დახმარებამ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.