33 წლამდე ასაკის მამაკაცი ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას მცხეთაში.
არსებული ინფორმაციით, ლაშა როგავას ავტომობილი დაეჯახა.
გარდაცვლილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან იყო.
„ლაშა უპატიოსნესი ახალგაზრდა იყო. მანქანა დაეჯახა. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა. ზუგდიდში უკვე ჩამოასვენეს და სამშაბათს დაკრძალავენ,“ -ამბობს „გურია ნიუსთან“ გარდაცვლილის ახლობელი.
































































