დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ზემო ქედში, ავარიას ხუთი წლის ბიჭი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ,გვიან ღამით მოხდა.
“სტუმრად იყო სოფელში. ავტომობილი დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა”,-განუცხადა “გურია ნიუსს”ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ინფორმაცია “გურია ნიუსს”ასევე, დაუდასტურა მერის წარმომადგენელმა, ბეჭან სუხაშვილმაც.
მძღოლი დაკავებულია.