ქობულეთში ავარიისას ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ქალაქის ტერიტორიაზე მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ajaratimes ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 20 წლამდე ბიჭი. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც მძიმე ტრამვებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ 276-ე მუხლით დაიწყო.