ავტოსაგზაო შემთხვევას ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა ბოლნისში მოხდა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად შუახნის ქალი გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.