წალენჯიხაში, სოფელ საჩინოში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. ქალი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
ბელა კვირკვიას თქმით, გარდაცვლილი ადგილობრივი მკვიდრი, 60 წლის ქალია.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.
ავტორი