როგორც ვიუწყებოდით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომაქანა დაეჯახა.
შემთხვევა სუფსაში საღამოს, დაახლოებით 7 საათზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხევას ერთი ადამიანი იმსხვერპლა.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით.



































































