ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა გარდაიცვალა.
მარნეულში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ბიჭი თავდაპირველად უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში შეიყვანეს, მოგვიანებით კი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც marneuli fm იუწყება, ავტოსაგზაო შემთხვევა 28 იანვარს, დაახლოებით 18:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაიდარში მოხდა. ავარიაში მოყოლილ მანქანაში 4 ახალგაზრდა იჯდა. ორი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა. ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.































































