ამ წუთებში მოძრაობა შეჩერებულოა ავტობანზე. წეროვნთან მომხდარი ავარიის გამო გზაზე რამდენიმეკილომეტრიანი საცობია.
როგორც “გურია ნიუსს” თვითმხილველებმა უთხრეს, მსუბუქი ავტომობილი სამარშუტო მიკროავტობუსს დაეჯახა, რის შემდეგაც მსუბუქი მიკროავტობუსი, რომელშიც მგზავრები ისხდნენ, საპირისპირო გზაზე მომავალ სატვირთოს დაეჯახა.
შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილზე ამ წუთებში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟაჟებია მობილიზებული.