TV25– ის ინფორმაციით, ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 – ბავშვია.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირველადი ინფორმაციით, მძიმეა.
ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ქობულეთი-|ბათუმის შემოვლით გზაზე საცობია.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.





























































