“ბათუმელების” ინფორმაციით, ბათუმში ბაგრატიონისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთასთან ორი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, დაშავდა ორი ადამიანი.
შემთხვევა 10 ოქტომბერს ღამის საათებში მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.































































