სამი ადამიანი დაშავდა ფოთში, ხობის ქუჩაზე მოხდარი ავარიის შედეგად.
როგორც ირკვევა, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა. დაწყებულია გამოძიება.