ავარიისას დაშავებული საკრებულოს წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა,-ამის შესახებ “გურია ნიუსს” სალომე ფაცაციას ერთ-ერთმა ახლობელმა განუცხადა.
დაშავებული მკურნალობისს კურსს თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადის.
შეგახსენებთ, რომ ავარია ზუგდიდში, გუშინ მოხდა _ სამგზავრო მატარებელი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად ავტომობილის მძღოლი _ სალომე ფაცაცია მძიმედ დაშავდა.
ის რეანომობილით თბილისში გუშინვე გადაიყვანეს.