გამოცემა „GQ“-ის მტკიცებით, რეჟისორ ჯეიმს კამერონის ცნობილი ფილმის – „ავატარის“ მეორე ნაწილი მსოფლიოს ეკრანებზე მიმდინარე წლის ბოლოს გამოვა.
კინოსურათის სახელწოდება შემდეგი იქნება: „ავატარი: წყლის გზა“, ხოლო ფილმის ტრეილერს პირველად 6 მაისს ვიხილავთ.
ფილმის სიუჟეტი პირველი სურათის მოვლენებიდან 10 წლის შემდეგ ვითარდება.
მთავარი გმირები პირველი ნაწილიდან ცნობილი ჯარისკაცი დედამიწიდან ჯეიკ სალი და პლანეტა პანდორას ბინადარი ნეიტირი იქნებიან.
ავტორი